ქვეყნის განვითარების დაკარგული 6 წელი- როგორ მოკლა "ოცნებამ" ანაკლიის პროექტი

21.04.26 21:13
ქვეყნის განვითარების დაკარგული 6 წელი-  როგორ მოკლა "ოცნებამ" ანაკლიის პროექტი

ანაკლიაში, სადაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი — ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო, სამუშაოები არ მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, პორტის ნაცვლად, კვლავ ჭაობი და შეჩერებული პროცესებია.

პარტია „ლელო — ძლიერი საქართველო“ ანაკლიის პროექტისთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. მათი შეფასებით, პროექტის რეალიზაცია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო.

პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე, რომელიც ადგილზე ჩავიდა, აცხადებს, რომ პროექტი ივანიშვიის გუნდმა შეაჩერა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი დასავლური ინვესტიციებით უნდა აშენდეს და არა რუსული ან ჩინური კაპიტალით, რაც საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ანაკლიის პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება და ახალი სატრანსპორტო დერეფნების ფორმირება, ე.წ. „ტრამპის გზის“ პროექტის ჩათვლით, შესაძლოა აზიასა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამ პირობებში, ანაკლიის პორტის არქონა საქართველოსთვის სტრატეგიული შესაძლებლობის დაკარგვის რისკს ქმნის.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.