თბილისში პარკირების ჯარიმები 181%-ით გაიზარდა - მძღოლები საპარკინგე სივრცეების დეფიციტს უჩივიან

21.04.26 21:24
თბილისში პარკირების ჯარიმები 181%-ით გაიზარდა - მძღოლები საპარკინგე სივრცეების დეფიციტს უჩივიან

მხოლოდ თბილისის ბიუჯეტში, პარკირების ჯარიმებიდან მიღებული თანხა ბოლო სამი თვის განმავლობაში 181%-ით გაიზარდა და 5 მილიონ 400 ათას ლარს მიაღწია. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ პარკირების ინსპექტორები აქტიურად ამოწმებენ ქუჩებს და ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ამ ფონზე, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ დედაქალაქში ახალი საპარკინგე ადგილები პრაქტიკულად არ იქმნება და არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში 139 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 69 მილიონი ლარი იყო — რაც თითქმის ორჯერ ზრდას ნიშნავს.

ჯარიმების ამოღებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია თბილისის მერიას უკავია. მძღოლები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ცენტრალურ უბნებში, მათ შორის ლუბლიანას ქუჩაზე, სადაც რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაა განთავსებული. მათი თქმით, პაციენტებსა და ვიზიტორებს ხშირად უწევთ ჯარიმების გადახდა ან ავტომობილების ევაკუაცია, რადგან საპარკინგე სივრცის პოვნა მიმდებარე ტერიტორიაზეც კი რთულია.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.