"სასახლის ღობის" საქმე ფინალურ ეტაპზეა - 12 ბრალდებულის ბედი ერთ თვეში გაირკვევა
ათონელის ქუჩაზე ე.წ. „სასახლის ღობის საქმეზე“ მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა — სასამართლოში დასკვნითი ეტაპი იწყება.
პროკურატურამ საქმეზე მტკიცებულებების კვლევა უკვე დაასრულა და დარჩენილია მხოლოდ წერილობითი დოკუმენტების განხილვა. შვიდთვიანი პროცესის მიუხედავად, ბრალდების მხარემ ამ დრომდე ვერ დაადგინა ის პირები, რომლებმაც, გამოძიების ვერსიით, სათვალთვალო კამერები მტკიცებულებების გაქრობის მიზნით ცისკენ და მიწისკენ მიმართეს.
საქმეში დაზარალებული მოწმეები ბრალდებულების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ, პირდაპირი მტკიცებულებები კი არ ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
ვიდეომტკიცებულებების კვლევის ბოლო ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდებოდა ნანა სანდერსი. ბრალდების მხარემ საქმეში მისი საჯარო პოსტები და ინტერვიუები წარმოადგინა, რასაც ორგანიზებული ძალადობის მუხლით აფასებს.
დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ სანდერსი სამოქალაქო აქტივობის გამო დევნის მსხვერპლია და წარმოდგენილი მასალები დანაშაულის დამადასტურებლად საკმარისი არ არის.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.