უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

22.04.26 09:45
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, ბაჩო ბებია ნიკოლაევში, ერთ-ერთი ბაზის დაბომბვისას დაიღუპა.

მებრძოლს საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში დაკრძალავენ.