ხმაური ზუგდიდში - ჯიჭონაიების შვიდსულიან ოჯახს ასახლებენ
ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში - წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ. დილიდან ადგილზე მისულ აღსრულების ბიუროს მოსახლეობა დახვდა და სახლში შესვლისა და მისი დალუქვის საშუალებას არ აძლევდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ხალხი ამბობს, რომ ოჯახი ერთადერთი თავშესაფრის გარეშე რჩება.
მხეცებო. ასეთი სამარცხვინო ამბავია ეს. ასე, როგორ შეიძლება. ხო შეიძლება მოლაპარაკება, რომ მოხდეს, ხო შეიძლება რაღაცის დათმობა მოხდეს. ეს როგორ შეიძლება ეს... ძალის გამოყენებით რა თქმა უნდა, რა არის ეს, როგორ არის ეს" - ამბობს ჯიჭონაიების ოჯახის წევრი.
ირკვევა, რომ ჯიჭონაიებს სესხი კერძო იპოთეკარისგან ჰქონდათ აღებული.
ავადმყოფობის გამო გამოვიტანე სესხი თორემ არ მიქეიფია შვილო... საშინელებაა პროცენტის პროცენტები ახლა რა ვიცი რას მეტყვიან" - ამბობს შვიდსულიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.