საქართველოში 2025 წელს 32 ბავშვი გაშვილდა

22.04.26 12:25
საქართველოში 2025 წელს 32 ბავშვი გაშვილდა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოში, 32 ბავშვი გაშვილდა. [გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 59 ბავშვი იყო]

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1575-ს შეადგენდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.

ინფორმაცია IPN.GE-მ გაავრცელა.