ელისაშვილის თქმით, მდინარაძეს "კომპრომატები გადაათვალიერებინეს"
ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ გუშინ კობახიძე-მდინარაძის გუნდი რეალურად ძალაუფლებისგან ჩამოაშორეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამის დამადასტურებელია სწორედ მამუკა მდინარაძის ჩახსნა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
გუშინ დასვამდნენ მდინარაძეს და თავის კომპრომანტებს გადაათვალიერებინებდნენ და ეტყოდნენ, აბა ახლა აიბარგეთ- ამბობს განსასჯელის სკამიდან ალეკო ელისშვილი და იქვე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა კობახიძე-მდინარაძის გუნდს "ახოცავს ხელს".
სინამდვილეში ეს შენობა რომ არის ხალხის ღირსებოს აყრის, შეუარაცხყოფის ადგილი... ქალებს აქ სცემდნენ და მერე ამბობდნენ ქალებო არ არიანო. ჩემს ამბავსაც გეტვით მე როგორ მომექცნენ და თქვენ ფიქრობ, რომ ეს უნდა გადამეყლაპა და ასე მეცხოვრა?
ტყუილა უბრალოდ ქალები რომ სხედან ციხეში. მოტრიალდა ეს ამბავი . ვაი იმას, ვინც ამას სჩადიოდა. მოსამართლიან, პროკურორიან, მანდატურიანად - ახლა ნახავენ ეგ ადამიანები, რომ ივანიშვილის არაფერი ადარდებს თავის ოჯახის და თავისი უსაფრთხოების გარდა.
ციხიდან გაცილებით უკეთ ჩანს ყველაფერი. გამოჩნდა სამართლიანი საქართველოს ნაპირი. რატომაც ჭკუა მეკეტება ამ ქვეყანაზე და რატომაც მარტივია იქ ჯდომა, იმიტომ, ვარ ამაყი, რომ ვერ გაგვტეხეს.
კობახიძე რომ ხარ, მდინარაძე რომ ხარ, ივანიშვილი რომ ხარ, ხომ უნდა ნახო, რაც არ უნდა გვჩაგრო, რაც არ უნდა მოგვერიო, ათწლეულები გვერეოდნენ, მაგრამ საბოლოო ვიმარჯვებდით ჩვენ.
2 წელია გვჩაგრავენ თქვენ, პოლიცია - ვერ მოგვერევით და ვერ მოგვერითე, ვერ გაგვტეხეთ, ხომ ნახეთ არა? შემოტრიალდა ეს ამბავი. თუ არ გჯერათ, გადაახვიეთ და ნახეთ, მდინარაძის გამომეტყველება, რაც დამართეს და რაც დაემართებათ.
და მეორე ამბავი - ვერ მოგვერევიან ეს რუსები, ვერ გაგვტეხეს და მადლობა ყველას, ვინც ფეხს არ არ უცვლის არც თბილისშ, არც ქუთაისში, არც ბათუმში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.
გუშინ დასვამდნენ მდინარაძეს და თავის კომპრომანტებს გადაათვალიერებინებდნენ და ეტყოდნენ, აბა ახლა აიბარგეთ. გუშინ მოხდა მისი რეალური ძალაუფლებიდან მაგათი გუნდის ჩამოშორება. ივანიშვილი მათ ახლა აწმენდს ხელებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.