სასახლის ღობის საქმეზე საგამოძიებო რეპორტაჟები გამოიკვლიეს
სასახლის ღობის საქმე - 12 პირის სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულები არიან კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი დღეს დაცსი მხარის მიერ წარმოდგენილი "შაბათის ეთერის" რეპორტაჟები გამოიკვლიეს. ადვოკატები ამბობენ, რომ "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანან ის გადაცმული პროვოკატორები, რომლებიც მათი თქმით, საპროტესტო აქციაზე განგებ ჩანერგეს.
პროცესს დღეს ორი ბრალდებული პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა, გიორგი კირვალიძე კი წინა სხდომაზე მოსამართლე თამარ მახარობლიძის მიერ დარბაზიდან იქნა გაძევებული.
იყო ფარული გადაღებები. თუნდაც საბასთან მიმართებაში არის კამერა, ქვემოდან, დაბლა ტრაექტორიიდან ხდება პიროვნების გადაღება. არ არის დადგენილი, ვისგან არის ეს გადაღებული, რადგან ფარული გადაღება როდესაც მიმდინარეობს, ამისთვისაც სასამართლო სჭირდება სპეციალური განჩინება. ჩვენს საქმეში არანაირი განჩინება არ არის. სავარაუდოდ, ჩანერგილი ადამიანები იყვნენ. არაერთი გაჟღერდა და არის დაფიქსირებული "ტვ პირველის" არაერთ სიუჟეტში, რომ იყვნენ ხალხი, რომლებიც იყვნენ ჩანერგილები - პოლიციელები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გადაცმულები", - ამბობს ადვოკატი.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროკურორმა როინ ხინთიბიძეს დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქმეში მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნები არ დევს, თუმცა მისი მტკიცებით, სრულიად საკმარისი მტკიცებულბებია იმისთვის, რომ ბრალდებულების ბრალეულობა დამტკიცდეს.
მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლსის აქმეში ამ ეტაპზე მოსული არ არის. თუმცა, ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედებები. დავასრულეთ მტკიცებულებების გამოკვლევა ფაქტობრივად. შემდეგ პროცესზე ბრალდებსი მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას", - ამბობს როინ ხინთიბიძე.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
გარდა ამისა, მათ ასევე ედავებიან სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას მოიცავს.