ვოლსკი თვლის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლების პროტესტით "ისტერიკას ქმნიან"

22.04.26 17:22
ვოლსკი თვლის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლების პროტესტით "ისტერიკას ქმნიან"

 

 

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი წამალი შეიძლება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდებისთვის "სიცოცხლის მომსპობი აღმოჩნდეს".

დღეს ტელეკამერების წინ გია ვოლსკიმ გაიმორა იგივე, რაც გუშინ მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა - ისაუბრა საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე და თქვა: "ასჯერ უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამ თემის გამოყენებას პოლიტიკური ნიშნით დავიწყებთ".

მეტიც, ვოლსკი თვლის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლების პროტესტით "ისტერიკას ქმნიან".

მემგონი არცერთი ადამიანი არ არსებობს პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც ამას არ განიცდიდეს პიროვნულად, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ ეს თემა ჩარჩოში მოაქციონ და ისტერიკა შექმნან, ჯერჯერობით რაც ვიცით, არის ის რომ შეიძლება ნებისმიერი წამალი აღმოჩნდეს სიცოცხლის მომსპობი, ეს ქმნის ისეთ გარემოებას, რომ უნდა ასჯერ უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამ თემის გამოყენებას დავიწყებთ პოლიტიკური ნიშნით. აქ ძირითადად ემოციები ჭარბობს, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოვუსმინოთ მინისტრს და მის არგუმენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით - იქნება პარლამენტში უახლოეს პერიოდში", - ამბობს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ. 

ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა იმასაც, რომ მედიკამენტები, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა.

ამასთან, სარჯველაძის განცხადებით "თემის ირგვლივ გახშირდა საკითხის პოლიტიზირების მიზნით, მაგალითად, ე.წ. ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები". 

მსგავსი სიახლეები