"110 ლარიანი ზიანის გამო ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ"- რა ხდებოდა რეზონანსული საქმის პროცესზე

22.04.26 20:17
"110 ლარიანი ზიანის გამო ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ"- რა ხდებოდა რეზონანსული საქმის პროცესზე

"ეს შენობა არის ღირსების აყრის, უსამართლობის, ამ შენობაში ქალებს სცემდნენ" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს. დაპატიმრებული პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეშია გამოკეტილი, ამბობს, რომ გისოსებიდანაც კი ხედავს, რა ხდება ახლა ივანიშვილის გუნდში.  ელისაშვილის ფიქრობს რომ "ოცნების" დამფუძნებელი მოქმედ მაღალჩინოსნებს ხელს ახოცავს და თავიდან იშორებს. ელისაშვილის დარწმუნებულია  რომ ოცნებაში შიდა ომი კომპრომატებით მიმდინარეობს.

ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება რომ "ოცნების" ბოლო ჟამი მოახლოებულია, სჯერა ხალხის გამარჯვების და სწამს რუსეთი მარცხის. სწორედ ოკუპანტის დამარცხების მოახლოებას უკავშირებს დაკავებული პოლიტიკოსი პოლიტიკურ სცენაზე ცოტნე ივანიშვილის გამოჩენას.

პოლიტიკური პროცესების მიმოხილვის შემდეგ ელისაშვილმა პროკურატურისგან დღეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოითხოვა. დაინტერესდა რას აკეთებს მთავარი საგამოძიებო უწყება 2 წლის განმავლობაში - რატომ არ ჰყავთ დაკავებული არცერთი ის ძალოვანი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორს ბრალდებულის მიერ იდენტიფიცირებული ზაქარია ჩოხელი.

ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაპატიმრებული პოლიტიკოსი დღეს მოსამართლეს უხსნიდა, რომ "ოცნების" ნაბიჯებმა, ძალოვნების დანაშაულმა და სასამართლოს უსამართლობამ მიიყვანა იმ ზომამდე, რომ მოქმედებაზე გადავიდა. 

ადვოკატები კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსის მიმართ წაყენებული ბრალი აბრუსუდულია, რადგან  მათი ტქმით, ელისაშვილს 110 ლარიანი ზიანის გამო ასამართლებენ ტერორიზმის მუხლით.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები