საქორწილო სუფრა მარნეულში ისევ სისხლიანი გარჩევით დასრულდა - დეტალები
მარნეულის ცენტრში, რესტორან აიდანის ეზო სისხლიანი გარჩევის მოედნად გუშინ საღამოს გადაიქცა. ხელჩართუ;ლი ჩხუბის და შეიარაღებული დაპირისპირების ხმა ადგილობრივებმა საღამოს 11 საათზე გაიგეს. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ უსწორდებოდა ერთმანეთს 20 მდე ახალგაზრდა, მათ გაშველებას კი ქორწილის სუფრაზე მყოფი ქალები ცდილობდნენ. დაჭრილი და სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები სუფრის წევრებმა კლინიკაშიც თავად გადაიყვანეს.
"პირველებს" თვითმხილველები უყვებიან, რომ რეასტორან აიდანში ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს 4 საათის ინტერვალით ორჯერ დაუპირისპირდა. ადგილობრივების თქმით, საქორწილო ღონისძიება ახალი დაწყებული იყო, როდესაც დმანისელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" რუსული ე.წ ქურდული მუსიკა შეუკვეთეს, მეორე ჯგუფმა ამ ჟესტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და სიმღერის დამკვეთებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილზე მივიდა პოლიციაც, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
თვითმხილვლები "პირველებს" უყვებიან, რომ დმანისელი "კრიმინალური ავტორიტეტები" მეორედ მიცემულ შენიშვნაზე გაღიზიანდნენ, ფიქრათ კარაევი და მისი თანასოფლელები რესტორნის ეზოში გაიყვანეს და გაუსწორდნენ. ფიქრათ კარაევს დანა 3 ჯერ აქვს ჩარტყმული, სახის ძვლები აქვს დამტვრეული 30 წლის კაცს, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო რომ მარნეულში ყველა კლინიკამ მის მიღებაზე უარი თქვა
დაჭრილი კაცის ახლობლები პირველებს უყვებიან რომ დაპირისპირებაში 10 ზე მეტი პირი მონაწილეობდა, ყველას დანები და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ინფორმაცია პოლიციას სუფრაზე მყოფმა ყველა პირმა მიაწოდა. გამოკითხვების სერია ადგილობრივ სამმართველოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ამოიღო სამეთვალყურეო კამერებიც თუმცა, მომხდარ დანაშაულზე ჯერ მხოლოდ 1 პირი დააკავა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.