პატრიარქობის 3 კანდიდატის ვინაობა ზუსტად ექვს დღეში გაირკვევა
პატრიარქობის სამი კანდიდატის ვინაობა ზუსტად ექვს დღეში გაირკვევა - წმინდა სინოდის 39 წევრი საკუთარ პოზიციას ღიად 28 აპრილს საპატრიარქოში დააფიქსირებს. მოლოდინი დიდია - ეპისკოპოსები არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრის დროს პატრიარქობის გაცილებით მეტი კანდიდატი დასახელდეს, თუმცა, მათი რაოდენობა სამამდე შემცირდება.
ცურტაველი მიტროპოლიტი წმინდა სინოდის ორი წევრისგან განსხვავებით ზეწოლის მცდელობებს უარყოფს - ამბობს, რომ მასთან ამის მცდელობა არავის ჰქონია. ჩარევებს უარყოფენ "ქართულ ოცნებაშიც" - არადა საპატრიარქო არჩენებამდე 10 დღით ადრე ქორეპისკოპოსი იაკობი და მარნეულის ეპისკოპოსი ხელისუფლებას ურჩევენ პროცესებისგან თავი შორს დაიჭირონ.
არის თუ არა თანხმობა პატრიარქობის კანდიდატებზე წმინდა სინოდში - რამდენად არის მზაობა გამონაკლისის დაშვების? - რადგან მთავარი პრობლემა შესაძლოა რამდენიმე მღვდელმთავრისთვის კრიტერიუმები აღმოჩნდეს - განათლების და ასაკობრივი ცენზი - არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიოს გარდა ისეთი კანდიდატები დასახელდნენ, ვისზეც ამ დრომდე ფართო მსჯელობა არ ყოფილა.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში