მისცა თუ არა სარჯველაძემ მედიკოსებს დავალება - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
მშობლები ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ პროპაგანდის მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ. მათი ვარაუდით, "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აწარმოებს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს. სამთავრობო მედია და ხელისფლების სამსახურში მყოფი ტროლები სოც ქსელში უკვე ერთ კვირაა დიუშენის სინდორიმის მქონე ბავშვების მშობლებს უტევენ.
მშობლები შვილებისთვის ითხოვენ წამალს! ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც საპროტესტრო აქციებზე გამოსულებს გააჩნიათ - წამლის მოთხოვნის პასუხად კი იღებენ თავდასხმების სერიას. დღეს მშობლებმა 4 პრეპარატი დაასახელეს, რომლებსაც გავლილი აქვთ ემას და ეფდიეის აკრედიტაცია. მეტიც, მშობლები ამბობენ, რომ იმ მედიკამენტს, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდები ახლა სახელმწიფოსგან იღებენ, იმაზე მეტი უკუჩვენება აქვს, ვიდრე იმ წამლებს, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ.
შვილების სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი მშობლები მიხეილ სარჯველაძეს ღია დებატებში იწვევენ, რათა საჯაროდ დაუმტკიცონ, კვლევებითა და ცოცხალი მაგალითებით, რომ მოთხოვნილ პრეპარატებს მათი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ.
მიხეილ სარჯველაძეს დღეს მშობლებითვის პასუხი არ გაუცია - პასუხობი იყო პარლამენტიდან. ქართლი ოცნების წევრები ამბობენ რომ შეწუხებულები არიან ბავშვების მდგომარეობით თუმცა წამლის შემოტანის პირობას არ იძლევიან.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.