თამუნა იარაჯული: ან სიჩუმე ან სიკვდილი - აი ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენეს

23.04.26 13:48
თამუნა იარაჯული: ან სიჩუმე ან სიკვდილი - აი ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენეს

 

 

თამარ იარაჯული ამბობს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით საბანკო ანგარიშები გაუუქმეს. ქალი აქტივისტის თქმით, მისგან ჩეკებს ითხოვენ - რაში დახარჯა თანხა, რომელსაც მის პირად ანგარიშზე ქველმოქმედების მიზნით უცნობი ადამიანები ურიცხავდნენ.  

თამარ იარაჯული ამბობს, რომ სწორედ ამ თანხმებით ყიდულობდა საკუთარი შვილებისთვის აუცილებელ მედიკამენტებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტები უცხოეთში შეიძინა, ქვითრები არ აქვს. 

ან სიჩუმე ან სიკვდილი - აი ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენეს - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

დილით მომივიდა შეტყობინება, რომ ანგარიშები გამიუქმდა. არ მაქვს ყადაღა, ანუ საზოგადოებამ მინდა სწორად გაიგოს - ეს არ არის ყადაღა, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, რომელიც დაიწყეს ჩემით, რომ გამიუქმეს, ერთადერთი საქართველოში დამრჩა პასპორტი და ალბათ, იმასაც გამიუქმებენ და მუხლი არის ასეთი - ტერორიზმი და ფულის გათეთრება. მედიკამენტები მაქვს სახლში, მობრძანდით, ჩემს მაცივარში სადილის ნაცვლად ინახება ძვირადღირებული მედიკამენტები ორივე შვილის. ნახეთ, იმიტომ, რომ ჩეკს ვერსაიდან ვერ მოგიტანთ, იმიტომ, რომ ეს მედიკამენტები საზღვარგარეთ შეძენილია. მედიკამენტებს, რომელსაც ვყიდულობდი, ის მედიკამენტები იდო სულ იაშვილის კლინიკაში, იმიტომ, რომ იმუნოლოგიის ოთახში ვინახავდი თავიდან, სანამ ორგანიზმი შეეგუებოდა და იქვე ვუკეთებდი. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ან სიჩუმე ან სიკვდილი - აი ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენეს", - ამბობს თამუნა იარაჯული. 

მსგავსი სიახლეები