ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - განაჩენის გამოცხადების თარიღი დღეს უნდა გახდეს ცნობილი

23.04.26 15:32
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - განაჩენის გამოცხადების თარიღი დღეს უნდა გახდეს ცნობილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იწყება - პროცესზე, სადაც ბრალდებულები ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგ ჯოხაძე არიან, დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვას ასრულებენ, რის შემდეგაც ჯერი დგება რეპლიკების ეტაპზე. უცნობია ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვით განსასჯელსი სკამზე მჯდომი ერთადერთი პირი - გიორგი მიქაძე. (დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ არიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული) 

რეზონანსულ საქმეზე განაჩენის გამოცხადების თარიღი დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დავით და გიორგი მიქაძეების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს. 

გამოძიებას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა მტკიცებულებების შესაგროვებლად, თუმცა ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა ვერც გიორგი მიქაძის და ვერც დავით მიქაძის წინააღმდეგ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ სასამართლო წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და გაამართლებს ორივე მათგანს წარდგენილ ბრალში", - ამბობს ადვოკატი შორენა ნიქაბაძე. 

გამამრთლებელი განაჩენსი იმედი აქვს გიორგი ჯოხაძის ადვოკატსაც. ლიკა ბითაძე ამბობს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს დაადასტურებს. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 

მსგავსი სიახლეები