ბათუმში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, ბულვართან მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ გაზის ბალონი აფეთქდა. როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა სასტუმროს თავზე დაკვამლიანებაც შენიშნეს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. სამართალდამცავებმა ტერიტპრია ყვითელი ლენტით შემოღობეს.
ფოტო: ბათუმელები