"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - კრიტიკული მედიის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება

23.04.26 15:51
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - კრიტიკული მედიის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება

სინათლე არ უნდა ჩაქრეს - კრიტიკული მედიის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება. ამ წუთებში, ექსპო ჯორჯიაში, თბილისის წიგნის ბაზრობაზე სივრცეებია გახსნილი, სადაც სხვადასხვა ნივთები და წიგნებია გამოტანილი, რომელთა გაყიდვიდან შესული ფული ონლაინ-მედიებს  მოხმარდება.

გარდა ამისა, არსებობს კატალოგი, რომელიც აერთიანებთ 16 გამომცემლობას. გამომცემლობებს ჩამოთვლილი აქვთ კონკრეტული წიგნები, რომელთა გაყიდვის შედეგადაც, თანხის გარკვეული პროცენტი სწორედ იმ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც ონლაინ-მედიებს ეხმარება.

დღეს საგამოფენო სივრცეში მისულ მკითხველებს საკუთარ ისტორიებს მედიის წარმომადგენლები მოუყვებიან. 

"სინათლე მედია", დამოუკიდებელი ონლაინ-მედიების ერთობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე 4 დღის განმავლობაში იქნება თავისი სივრცით წარმოდგენილი, რომლის მიზანიც არის, რომ მედია შეხვდეს თავის აუდიტორიას. ის არის ინტერაქციური სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობები გვაქვს დაგეგმილი 4 დღის განმავლობაში. არის სინათლის კატალოგი, სადაც შესულია 16 გამომცემლობის წიგნი და ადამიანები ამ კატალოგიდან წიგნების შეძენით გააძლიერებენ ამ სინათლეს", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

მსგავსი სიახლეები