ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო

23.04.26 16:07
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო - საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე და ამ შემთხვევაში დავის საგანი არის ის, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.

„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2025 წელს თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა. სწორედ აღნიშნული საქმის განხილვა დაიწყება 23 აპრილს.

  • მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

 

მსგავსი სიახლეები