ჩვენ ყველანი პატრიარქის ხელდასმულები ვართ - მიტროპოლიტი იოანე

23.04.26 18:15
ჩვენ ყველანი პატრიარქის ხელდასმულები ვართ - მიტროპოლიტი იოანე

"მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველანი პატრიარქის ხელდასმულები ვართ"- განცხადება TV პირველთან ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სინოდის  გადამწყვეტ სხდომამდე 4 დღით ადრე გააკეთა. 

მეუფე იოანე ამბობს, რომ არ იცის,  ვის სურს იყოს პატრიარქობის კანდიდატი. წმინდა სიუნოდის წევრმა დღეს მოსაყდრე შიოზე გააკეთა განცხადება. მიტროპოლიტი თვლის, რომ მღვდელმთავრები პატრიარქის შემოთავაზებაზე უნდა დაფიქრდნენ.

პატრიარქმა იმისთვის, რომ ერთობა იყოს, და მიკერძოების გამო, დაყოფა არ დაიწყოს, შემოგვთავაზა [ეს არც ბრძანება არ არის, არც არაფერი]. უბრალოდ კი არ შემოგვთავაზა, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველანი პატრიარქის ხელდასმულები ვართ - სინოდის წევრები კი არა, იმის მეტი კიდევ. ამიტომ ჩვენ პატრიარქი ყველას კარგად გვიცნობს - წლების მანძილზე ჩვენს ხასიათს, ჩვენს საქმეებს.

რა ნიშნით მიანიჭა ასეთი ნდობა გამოუცხადა მეუფე შიოს, მოსაყდრედ დაიდგინა გვერდით - ვფიქრობ, გამოცდილება შეიძინა ეკლესიის მართვის, უცხოეთთან ურთიერთობა, ხელისუფლებასთან, ღვდელმთავრებთან, ასე თუ ისე საქართველოს ეკლესიის პრობლემატიკა.

რა საკვირველია [ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა]. რა ცოდნაც და გამოცდილებაც პატრიარქმა დააგროვა ამ 50 წლის განმავლობაში,  გაუზიარა, ამიტომ ვთქვი, რომ სავარაუდოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის პატრიარქის არჩევანი და შემოთავაზებაა ჩვენ დავეთანხმებით თუ არა მის არჩევანს"- აცხადებს  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ, 28 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები