სინოდის სხდომის მოლოდინში - ვინ დასახელდება პატრიარქობის კანდიდატად?

23.04.26 20:52
სინოდის სხდომის მოლოდინში -  ვინ დასახელდება პატრიარქობის კანდიდატად?

ვინ დასახელდება პატრიარქობის კანდიდატად? - ამ კითხვაზე მღვდელთმთვავრებს ჯერ პასუხი არ აქვთ. მათი თქმით, ყველაფერი სამშაბათს გაირკვევა, როდესაც სინოდი შეიკრიბება.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა "პირველებს" უთხრა, რომ არ იცის, ვის სურს იყოს პატრიარქობის კანდიდატი. გაირკვა ისიც, რომ თავად არ გეგმავს სინოდის მოახლოებულ სხდომაზე რომელიმე მღვდელმთავრის წარდგენას. თვლის, რომ ახლა წმინდა სინოდი დიდი არჩევანის წინაშეა - მხარი დაუჭიროს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს, თუ მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრად სხვა მღვდელმთავარი გამოარჩიონ.

უკვე ცნობილია, რომ კანდიდატებთან ერთად ეპისკოპოსებმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ - დარჩება თუ არა ძალაში პატრიარქობის მსურველებისთვის ასაკობრივი ზღვარი და განათლების დიპლომი.

არ არის გამორიცხული, რომ სინოდის სხდომაზე თავდაპირველად სამზე მეტი კანდიდატურა დასახელდეს, თუმცა როგორც მღვდელმთავრები განმარტავენ, კენჭისყრა ფარული იქნება - 39-ვე მღვდელმთავარი მათთვის სასურველ კანდიდატურას დაასახელებენ და იმ სამ კანდიდატს გამოარჩევენ, ვისაც ხმათა უმრავლესობა ექნება. სწორედ ეს მღვდელმთავრები წარდგებიან გაფართოებული კრების წინაშე, სადაც ხმის მიცემა ასევე ფარული იქნება - ბიულეტენზე სასულიერო პირები მათთვის სასურველ კანდიდატის სახელს, ტიტულს და ეპარქიას დაწერენ, ჩაყრიან საარჩევნო ყუთში, რასაც ხმის მთვლელი კომისია დაითვლის და ასე გაირკვევა - ექნება თუ არა რომელიმე კანდიდატს 20 მღვდელმთავრის მხარდაჭერა, თუ საჭირო იქნება მეორე ტური.

სინოდის სხდომის მოლოდინში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები