გიორგი ხაინდრავას საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - ადვოკატი

23.04.26 20:34
გიორგი ხაინდრავას საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - ადვოკატი

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატი, ირმა ჭკადუა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწუვეტილება უკანონოა.

როგორც მან თქვა პირველ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, ხოლო შემდეგ, ხაინდრავას ნაწილში საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაში მოდის.

სასამართლომ დღეს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ სამი მოსამართლის დარწმუნებას, სხვა შემთხვევაში, პროკურატურა, საკუთარ თავთან და საკუთა მოწმეებთან მოდის წინააღმდეგობაში. აუცილებლად გავასაჩივრებთ და ეს საქმე, ხაინდრავას ნაწილში, აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ჯარის ძარცვის საქმეზე მოსამართლე ხუსკივაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.  გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამავე საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ყოფილი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს. 

მსგავსი სიახლეები