ჯუანშერ ბურჭულაძე 10-წლიან პატიმრობას გაასაჩივრებს
თვდაცვის ექს მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 10-წლიან პატიმრობას გაასაჩივრებს.
მისი ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას თქმით, ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ვფიქრობდით, ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს ვგულისხმობ, მაგრამ არაუშავს, სააპელაციოში ვიდავებთ. სრულად გამამტყუნებელს არ ველოდებოდით, რადგან ბრალდება მხოლოდ დამოკიდებული იყო ღუდუშაურის ჩვენებაზე. ვიდრე ტუკვაძიმ და ღუდუშაურმა არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს. ახლაც მოსამართლემ გაიზიარა ეს ორი უსუსური ჩვენება, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით მისცეს ჩვენება... პროკურატურამ რატომ გვითხრა უარი საპროცესოზე პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
კითხვაზე, ჯუანშერ ბურჭულაძე რატომ არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, ადვოკატი აცხადებს: „სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა“.
ცნობისთვის, ჯარის ძარცვის საქმეზე მოსამართლე ხუსკივაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამავე საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ყოფილი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.