ხანძარი თბილისში - ყაზბეგის გამზირზე რამდენიმე სახანძროა მობილიზებული

24.04.26 10:24
ხანძარი თბილისში - ყაზბეგის გამზირზე რამდენიმე სახანძროა მობილიზებული

ხანძარი თბილისში - ყაზბეგის გამზირზე ამ წუთებში რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ავეჯის მაღაზიის სარდაფში გაჩნდა. 

მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.