ხაბეიშვილის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ

24.04.26 11:23
ხაბეიშვილის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ

საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა იწყება. სხდომაზე პროკურორები იმ ვიდეო მასალას ჩართავენ, რომელშიც ხაბეიშვილის განცხადებები იქნება ნაჩვენები.

როგორც ხაბეიშვილის ადვოკატი ამბობს,  რა მტკიცებულებაც არ უნდა გამოიკვლიონ დღევანდელ სხდომაზე და ვინც არ უნდა გამოიკითხოს, ყველა არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რადგან ლევან ხაბეიშვილის არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული.

7 თვის განმავლობაში არ მოჰყავდათ სპეცრაზმელები და ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, წინა სასამართლო სხდომაზე, როდესაც ძალიან უსუსურად გამოყურებოდა ის ცრუ სპეცრაზმელი, რომელსაც უნდოდა რომ მხოლოდ ტყუილები ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა, ჯვარედინი დაკითხვის დროს. ყველამ ზალიან კარგად დაინახა, ნამდვილი სიმართლე რა იყო. დღესაც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ის საჯარო მტკიცებულებები, სიტყვა, რაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა. ის პოლიტიკური დაპირისპირება, რაც მან თქვა. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რა მტკიცებულებაც არ უნდა გამოვიკვლიოთ აღნიშნულ სასამართლო დარბაზში, ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რადგან ლევან ხაბეიშვილის არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული, - ამბობს ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

  • ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მსგავსი სიახლეები