ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

24.04.26 13:44
ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

საქმეს სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი განიხილავს.

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს საჯარო განცხადების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი სასამართლოსგან ითხოვს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასდეს.

პროცესს ესწრება მზია ამაღლობელიც.

დღეს უნდა გაირკვეს, დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, თუ საქმე შეწყდება.

რა თქვა კობახიძემ?

მზია ამაღლობელი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა განცხადების უარყოფას:

  • 2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE”-ის ეთერში კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებას:
  • „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

2. 2025 წლის 30 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

  • “როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

3.  2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

  • “უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები