აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტის საქმეს გრიფი დაედო

24.04.26 15:08
აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტის საქმეს გრიფი დაედო

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტის საქმეს გრიფი დაედო - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 27 წლის თამაზ გოლოევის პროცესი იწყება. მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. სხდომა დახურული იქნება, შესაბამისად, მას ვერც მედიის წარმომადგენლები და ვერც ბრალდებულის ახლობლები დაესწრებიან.

ასევე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თამაზ გოლოევს ადვოკატმა დაცვაზე უარი უთხრა. მუხლი, რომელიც 27 წლის ახალგორელ სტუდენტს აქვს წარდგენილი სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს, ამიტომაც ახლა ბრალდებულს მარტო მოუწევს თავის დაცვა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
  • უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
  • უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის  დაკავებულ  პირს დავალებული  ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით: 
  • საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება. 
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა. 

მსგავსი სიახლეები