ხდება ახალგაზრდის განტევების ვაცად გამოყვანა - უჩა ნანუაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სტუდენტზე

24.04.26 15:18
ხდება ახალგაზრდის განტევების ვაცად გამოყვანა - უჩა ნანუაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სტუდენტზე

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სტუდენტს პანდემიის პერიოდიდან იცნობს.

მისი ინფორმაციით, თამაზ გოლოევს საკუთარი პრობლემები აწუხებს იმგვარად (საუბარია ჯანმრთელობაზე) რომ ის ფიზიკურად ჯაშუშურ საქმიანობას ვერ შეძლებდა.

ნანუაშვილი ამბობს, რომ მაშინ როცა რუსეთის ჯაშუშები შესაძლოა თვით სახელმწიფო უწყებებშიც კი იყვნენ დასაქმებულები და მათ გამომჟღავნებაზე უნდა მუშაობდეს სწორედ სუს-ი, ამის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "განტევების ვაცად გამოჰყავს" ახალგაზრდა და ისრები სწორედ მისკენ გადააქვს. 

ამ კონკრეტრულ საქმეში საუბარია ადამიანზე, რომელიც რამდენიმე დღით, შეზღუდული რაოდენობით დროის განმავლობაში გადმოდიოდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. როცა საუბარი არის ჯაშუშობაზე, რუსეთს აქვს შესაძლებლობა საკუთარი ათეული ათასობით მოქალაქე, რომელიც დღეს ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ არ მოხდა გამოვლენა რეალურად იმ ჯაშუშების, რომლებიც სავარაუდოდ არიან სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის საზოგადოებაში და იმ რეალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ჯაშუშები, რომლებიც მუშაობენ დღენიადაგ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ხდება ისრების გადატანა, განტევების ვაცად, კონკრეტული ერთი მოქალაქის, ახალგაზრდის გამოყვანა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი პრობლემები და მე ვფიქრობ, გამოძიებამ უფრო მეტად უნდა წარმოადგინოს რეალური მტკიცებულებები და არა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტის საქმეს გრიფი დაედო - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 27 წლის თამაზ გოლოევის პროცესი იწყება. მოსამართლემ მისთვსი აღკვეთის ღონისძიებსი შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. სხდომა დახურული იქნება, შესაბამისად, მას ვერც მედიის წარმომადგენლები და ვერც ბრალდებუსლი ახლობლები დაესწრებიან.

ასევე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თამაზ გოლოევს ადვოკატმა დაცვაზე უარი უთხრა. მუხლი, რომელიც 27 წლის ახალგორელ სტუდენტს აქვს წარდგენილი სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს, ამიტომაც ახლა ბრალდებულს მარტო მოუწევს თავის დაცვა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
  • უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
  • უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის  დაკავებულ  პირს დავალებული  ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით: 
  • საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება. 
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა. 

მსგავსი სიახლეები