ეჭვი ჩნდება, რომ მოწყვლადი ადამიანის გამოყენება ხდება - მიქელაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ სტუდენტზე

24.04.26 15:35
ეჭვი ჩნდება, რომ მოწყვლადი ადამიანის გამოყენება ხდება - მიქელაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ სტუდენტზე

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ძნელი დასაჯერებლია, 27 წლის სტუდენტტი ახალგორიდან იყოს ფიგურა, რომელსაც უცხო ქვეყანის სასარგებლოდ ჯაშუშბდა.

ამის თქმის საფუძველს მიქელაძეს აძლევს თამაზ გოლოევთან ნაცნობოდა და ის ისტორიები რაც მასზე იცის.

მისივე ცნობით, 27 წლის სტუდენტი ახალგორში დე-ფაქტო სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად განიცდიდა დაკავების, მარგინალიზაციას და ძალადობას - "ძალიან რთულია დავიჯერო, რომ ის არის ფიგურა, რომელსაც რომელიმე უცხო ქვეყნის ძალები სერიოზულ დავალებას მისცემდნენ"

ჩვენ გარკვეული წრეები თამაზს ვიცნობდით, ის ახალგორიდან ხშირად ჩამოდიოდა და ცდილობდა კავშირების შენარჩუნებას თბილისში ჩვენს საზოგადოებასთან. იმ ფონზე, როცა ვიცი მისი შესაძლებლობები, ასევე ვიცი ის ისტორიები, რომელიც მას შეხვდა ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში, სადაც ის მუდმივად განიცდიდა დაკავების, მარგინალიზაციის, ძალადობის შემთხვევებს, ძალიან რთულია დავიჯერო, რომ ის არის ფიგურა, რომელსაც რომელიმე უცხო ქვეყნის ძალები სერიოზულ დავალებას მისცემდნენ. ის, რომ სავარაუდო ინტერესი შეიძლება იყოს გარკვეულწილად პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ მოწყვლადი ადამიანის გამოყენება ამ პროცესში, ასეთი ეჭვები ჩნდება, თუმცა ცხადია, უნდა დაველოდით საქმის გარემოებებს", - აცხადებს თამთა მიქელაძე.   

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტის საქმეს გრიფი დაედო - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 27 წლის თამაზ გოლოევის პროცესი იწყება. მოსამართლემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. სხდომა დახურული იქნება, შესაბამისად, მას ვერც მედიის წარმომადგენლები და ვერც ბრალდებულის ახლობლები დაესწრებიან.

ასევე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თამაზ გოლოევს ადვოკატმა დაცვაზე უარი უთხრა. მუხლი, რომელიც 27 წლის ახალგორელ სტუდენტს აქვს წარდგენილი სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს, ამიტომაც ახლა ბრალდებულს მარტო მოუწევს თავის დაცვა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
  • უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
  • უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის  დაკავებულ  პირს დავალებული  ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით: 
  • საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება. 
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა. 

მსგავსი სიახლეები