სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

24.04.26 15:55
სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

  • შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

მსგავსი სიახლეები