მოსამართლე ცეკვავამ ანუკი ჩრდილელი 2 დღიან პატიმრობაში გაუშვა
ანუკი ჩრდილელს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილელს, 7 მარტს, პარლამენტთან საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები სასამართლოს მიმდებარედ დაადეს. "დედა არ ინერვიულო" - ეს იყო ანუკი ჩრდილელის ბოლო სიტყვები, სანამ დაკავების მანქანაში მოათავსებდნენ. ის იზოლატორში ამ წუთებში გადაჰყავთ.
მოსამართლე ცეკვავამ შემიფარდა 2 დღიანი პატიმრობა - გზის გადაკეტვაა 7 მარტის. პატიმრებსი სოლიდარობის ნიშნად გადავკეტე გზა, ვკეტავ და გადავკეტავ სამომავლოდაც - ასე იქნება ეს", - განაცხადა ანუკი ჩრდილელმა.