25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შესრულებასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს
25 აპრილს ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შესრულებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება," - წერია განცხადებაში.