უბილეთო მგზავრობის გამო, სამ თვეში, 846 ათას ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა - რას ამბობს ხალხი
მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის მოქალაქეებს ბოლო სამ თვეში 846 ათას ლარზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 113.4%-ით გაიზარდა.
მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ მერიის კონტროლიორები გამკაცრებული რეჟიმით მუშაობენ და ხშირად მგზავრების განმარტებებს არ ითვალისწინებენ. მათი თქმით, რიგ შემთხვევებში კონტროლიორები არ უსმენენ არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეძლო მგზავრმა ბილეთის აღება.
ამჟამად უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, ხოლო მისი 30 დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხა ორმაგდება.
მოსახლეობის განცხადებით, ბოლო პერიოდში კონტროლიორების ქცევა უფრო მკაცრი და აგრესიული გახდა. ისინი ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაშიც კი, როდესაც მგზავრები ვერ ახერხებენ გადახდას, ჯარიმები მაინც იწერება.
მოქალაქეების ნაწილი ეჭვობს, რომ კონტროლიორებს შესაძლოა დაწესებული ჰქონდეთ გარკვეული გეგმა — რამდენი ადამიანი უნდა დააჯარიმონ ყოველდღიურად, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.
ვრცლად ნახეთ ანი ჩუბინიძის რეპორტაჟში.