მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - რატომ შეწყვიტა სასამართლომ საქმის წარმოება

24.04.26 20:49
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - რატომ შეწყვიტა სასამართლომ საქმის წარმოება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება სარჩელზე, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდნენ არც კობახიძე და არც მისი ადვოკატი.

ამაღლობელის განცხადებით, გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი შეფასებით, საქმის შეწყვეტა კონკრეტულ პასუხს წარმოადგენს კითხვაზე — იყო ეს სასამართლოს მხრიდან უპატივცემულობა თუ ძალაუფლების დემონსტრირება.

სარჩელის მიხედვით, ამაღლობელი კობახიძისგან სამთავრობო მედიაში მის მიმართ გავრცელებული, მისი თქმით, ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

საქმე უკავშირდება 2025 წლის 29 იანვარს „იმედი LIVE“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნულ პერიოდში, ამაღლობელის თქმით, ის შიმშილობის მე-18 დღეს ითვლიდა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს გარემოებაც ვერ გახდა მიზეზი, რომ კობახიძეს მსგავსი განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.

დღეს გამართულ პროცესზე ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს უდანაშაულობის პრეზუმფციაც შეახსენა. თავად ამაღლობელი მიმდინარე პროცესს „ბედის ირონიას“ უწოდებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები