თბილისში, ისფაჰანელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გამოსახლება და ქონების ჩამორთმევა ემუქრება
თბილისში, ისფაჰანელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გამოსახლება და ქონების ჩამორთმევა ემუქრება. ადგილზე ეკონომიკის სამინისტრო ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრის მშენებლობას გეგმავს. როგორც ადგილობრივები არიან, მათთან სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, იყო თანხის შეტავაზება ალეტრნატიული ფართისთვის, თუმცა როგორც მოსახლეობა "პირველებს" ეუბნება, ეს თანხა სამჯერ მცირეა საბაზრო ღირებულებასთან.
10-მდე ოჯახი, რომელიც ახლა ისფაჰანელის ქუჩაზე ცხოვრობს, უარს აცხადებს მშობლიური სახლების დატოვებაზე და სამართლებრივ დავასაც აანონსებენ.
ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ზონა, ისტორიული ქალაქი - ზონა, რომელიც სეიდაბადის სახელით არის ცნობილი, უძველესია და დაცულია იუნესკოს მიერ. ეს იყო რესტავრაციის ზონა, მხოლდო ეს იყო დასაშვები და მეტი არაფერი. აქ 10 ოჯახია, რომელიც წინაღმდეგობას უწევს და ეუბენბა არას, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ესმის არა. ისინი ეუბნებიან არას, პირველ რიგში იმ კანონს, მათ მიუყენეს აბსოლუტურად შეუსაბამოდ, ეს არის ექსპროპრეაციის კანონი, ანუ ქონებსი იძულებითი ჩამორთმევა. ჩვენი ხელისუფლება კონტრიბუციას აკეთებს ადგილობრივი მოსახლეობის ქონების საფუძელზე, ასეთი იძულებითი ქონების ჩამორთმევით, ის შედის რაღაც თავისი წილით და იძახის, რომ რეგიონალური ურთიერთობის ადგილი უნდა გაიმართოს აქ და ამას უნდა შეეწიროს ეს უძველესი უბანი, რომელიც დღემდე ხელუხლებლად არის შემონახული", - აცხადებს ადგილობრივი.