ვითხოვთ წამალს ჩვენი შვილებისთვის! - მშობლების პროტესტის მე-6 დღე კანცელარიასთან

25.04.26 12:33
ვითხოვთ წამალს ჩვენი შვილებისთვის! - მშობლების პროტესტის მე-6 დღე კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან პროტესტის მეექვსე დღის ათვლა დაიწყო - ადმინისტრაციასთან ისევ რჩებიან  მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილებისთვის წამალს ითხოვენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, აქციებს არ შეწყვეტენ.

შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება ეს არის ამ პროტესტის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა.

აქ ვდგავართ ჩვენი შვილებისთვის, მე მაგალითად ბათუმიდან ვარ ჩამოსული იმისთვის, რომ სახელწიფოს ვთხოვო ჩემი შვილისთვის, ჩვენი ყველას შვილებისთვის წამალი". - ამბობს მშობელი. 

 

მსგავსი სიახლეები