სად არის გადაყვანილი ლაზარე გრიგორიადისი - ბაბუის კომენტარი

25.04.26 13:30
სად არის გადაყვანილი ლაზარე გრიგორიადისი - ბაბუის კომენტარი

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, ლაზარე გრიგორიდისი სავარაუდოდ, ზაჰესის წიანსწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ამის შესახებ "პირველებს" ლაზარეს ბაბუა გია კალნდაძე ეუბნება. მისი თქმით, გუშინ შსს-დან დაურეკეს და შვილიშვილსი დაკავების ამბავი აცნობეს. 

დეტალები არ ვიცი, მითხრეს იჩხუბაო - ამბობს გია კალანდაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროდან დარეკეს, როგორც ხდება ხოლმე - დაკავებულიაო. მერე შეკითხვები რომ დავუსვი, პასუხი იყო არვიცით. სავარაუდოდ, ზაჰესში გაადავიყვანთო გუშინ საღამოს რომ დამირეკეს. დაკავების მიზეზად მითხრეს ჩხუბი მოუვიდაო, სად ეგ არვიცი", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა. 

ლაზარე გრიგორიდისი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ბორკილები ბარის თანამშრომლების მიმართ მუქარის შემდეგ დაადეს.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები