პროკურატურა ლაზარე გრიგორიადის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება მუქარის განხორციელების ფაქტზე წარუდგინა.
როგორც გვარაკიძის უწყების მიერ გავრცელებუ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ლაზარე გრიგორიადისმა მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობას საუკუნოვანი შენობები ეწირება - მოსახლეობა თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ხანძთელის, აფხაიძისა და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის მუშაობამ მათ საცხოვრებელ სახლებს სერიოზული დაზიანება მიაყენა.