მოქმედი ძალოვანი სუსი-დან საიდუმლო ინფორმაციის გამოტანის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი სუსი-დან საიდუმლო ინფორმაციის გამოტანის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი"- წერს უწყება.