სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილი ადგილობრივი, ბესო შარაშენიძეა. ავარია გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. შეჯახებისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ხუთმა ადამიანმა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს