ზუგდიდში საპროტესტო აქცია იწყება — მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია
ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იწყება. შეკრებილები სინდისის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციას სამეგრელოში ჩასული თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილეებიც უერთდებიან, მათ შორის უკანონო პატიმრებად მიჩნეული პირების ოჯახის წევრები.
მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
რადგან ახლოვდება 26 მაისი ვიწყებთ ისევ რეგიონებში სიარულს. დავიწყებთ ზუგდიდიდან, მოვივლით ზუგდიდს, ამაღამ დავრჩებით, ხვალ გავაგრძელებთ და მერე იქნება ალბათ სხვა ქალაქი. აღარ ვფიქრობ იმას, როგორც პატიმრის დედა, რომ მოვითხოვო მაინც და მაინც, გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ესენი მიხვდნენ, რომ ეს ბიჭები არაფერს აღიარებენ და მოიხდიან სასჯელს. ჩვენი მოთხოვნა იქნება ყველაზე მთავარი, რომ აუცილებლად ეს მთავრობა უნდა გადადგეს, - ამბობს სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე.