ფინანსური დარღვევები ნავთობის და გზის კორპორაციაში - ექსპერტები სავარაუდო ნეპოტიზმზე მიუთითებენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ 2022-2023 წლებში მილიონობით ლარის პრემია დაუსაბუთებლად გაიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორპორაციის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და გამოვლენილია არაერთი დარღვევა.
აუდიტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანიაში არ არსებობს სისტემა, რომელიც თანამშრომელთა წახალისების კონკრეტულ კრიტერიუმებს განსაზღვრავს. შედეგად, 7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პრემია გაცემულია, თუმცა დოკუმენტურად არ ირკვევა, ვისზე და რა საფუძვლით მოხდა თანხების გადანაწილება.
დასკვნის მიხედვით, კორპორაციის საქმიანობა არ არის გამჭვირვალე — დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შეზღუდულად ან საერთოდ არ მიეწოდებათ. სწორედ ამიტომ, კორუფციის მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ რეალურად გაფლანგული თანხა ოფიციალურად მითითებულზე მეტიც იყოს.
აუდიტში ასევე საუბარია სხვა ხარვეზებზეც, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და შრომის ანაზღაურების არათანაბარ სისტემაზე. კვლევის მიხედვით, რიგ შემთხვევებში თანამშრომლების შესახებ მონაცემები სათანადოდ არ არის დოკუმენტირებული, რაც ექსპერტებში აჩენს ეჭვს შესაძლო ნეპოტიზმის შესახებ.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.