მშობლები შვილების გადასარჩენად - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების პროტესტი გრძელდება

26.04.26 20:50
მშობლები შვილების გადასარჩენად - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების პროტესტი გრძელდება

8 წლის ანდრია დედასთან ერთად საპროტესტო აქციაზე დგას და მედიკამენტების დროულ შემოტანას ითხოვს — როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მისი თანატოლებისთვის. ოჯახი აცხადებს, რომ შესაბამისი მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, თუმცა მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება ამ მოთხოვნას ამ დრომდე არ ეხმაურება.

6 წლის თეოდორეს რამდენიმე წლის წინ დიუშენის სინდრომი დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მშობლების განცხადებით, ყოველდღიურად მძიმდება, რის გამოც მედიკამენტების დროულად ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია.

მშობლები უკვე ერთი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ღამეს ღია ცის ქვეშ, რთულ პირობებში ათევენ. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევს უფლებას კარვების გაშლისა და დამატებითი ინვენტარის შეტანისთვის. დღეს კი, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ მათი პლედები დათვალა და ჩანთები შეამოწმა.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები