სექს-მუშაკის მკვლელობის საქმეზე 20 წლის მამაკაცი დააკავეს — მოტივად ფინანსური სარგებელი სახელდება
თბილისში სექს-მუშაკის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდამ 37 წლის ქალი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მოკლა. სამართალდამცველების ვერსიით, აზერბაიჯანის მოქალაქე თბილისში, ნაქირავებ ბინაში დაახლოებით 10 000 ლარს ინახავდა, ხოლო ბრალდებულს თანხა აზარტული თამაშებისთვის სჭირდებოდა.
გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს თანხა მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან არ წაუღია. იგი ითხოვს ბრალის გადაკვალიფიცირებას და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
26.10.26 17:14
"ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანის მიერ სახელმწიფო მიტაცებაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსამართლემ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი გააფრთხილა.