პროკურატურას ის ადვოკატი პასუხობს, რომელმაც ბიზნესმენების სახელით პროკურორის მამის წინააღმდეგ უწყებაში იჩივლა

26.04.26 20:22
პროკურატურას ის ადვოკატი პასუხობს, რომელმაც ბიზნესმენების სახელით პროკურორის მამის წინააღმდეგ უწყებაში იჩივლა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც „შაბათის ეთერში“ გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხება, ადვოკატი ზურაბ თოდუა გამოეხმაურა. თოდუა იმ ბიზნესმენების ინტერესებს წარმოადგენს, რომლებმაც პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამის, ბეჟან ბეჟუაშვილის წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებაში წლებია არსებობს, თუმცა გამოძიება წინ არ წასულა.

პროკურატურამ თავის განცხადებაში რეპორტაჟი „დეზინფორმაციად“ შეაფასა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიება ეფუძნება საჩივარს, რომელიც პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რეგისტრირებულია.

თამარ ბეჟუაშვილი არის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების — პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის — საქმის პროკურორი. პარალელურად, მისი მამის, ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ ბიზნესმენების მხრიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებებია გამოთქმული.

ბიზნესმენების განცხადებით, საქმე ეხება მილიონობით ლარის შესაძლო მითვისებას. მათი თქმით, თანხები ბეჟან ბეჟუაშვილს ნავთობის ბიზნესში ჩადების მიზნით გადასცეს, თუმცა, მათი მტკიცებით, ეს თანხები ბიზნესსაქმიანობაში არ გამოიყენეს.

 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები