სასტიკი მკვლელობა წალკაში — სასამართლომ 4 წლის შემდეგაც დამნაშავე ვერ დაადგინა

26.04.26 20:33
სასტიკი მკვლელობა წალკაში — სასამართლომ 4 წლის შემდეგაც დამნაშავე ვერ დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხწლიანი განხილვის შემდეგ წალკაში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გაამართლა. საქმე ჯგუფურ მკვლელობას ეხებოდა და მას სამი ბრალდებული ჰყავდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი დანაშაული არ დადასტურდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო დნმ-ის ნიმუშები, ვიდეოკამერების ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ქრისტინა კოპალიანმა სამივე პირი უდანაშაულოდ ცნო.

მოკლულის დედა აცხადებს, რომ საქმეში არსებული გარემოებები წამებასა და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებდა. მისი თქმით, რეალური დამნაშავეები გავლენიანი პირების მფარველობით სარგებლობენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები