„თავისუფლება სინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს“ - აქცია ზუგდიდში

26.04.26 20:50
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს“ - აქცია ზუგდიდში

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს“ — ეს შეძახილები ისმოდა დღეს სამეგრელოში. ზუგდიდში ოთხი ქალაქის აქცია გაერთიანდა და მსვლელობა გაიმართა.

აქციაში მონაწილეობდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. გაიმართა მსვლელობაც.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ. მათ თქმით, მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი "ოცნების" დამარცხება.

მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთავარი პროტესტის ადგილი არის მაინც ქუჩა და ამ ქვეყანაში ქუჩაში წყდება ძალიან ბევრი რამ - ხელისუფლების ცვლილებასთან, ხელისუფლების ნორმალურ არჩევნებთან და ა.შ. ხელისუფლების პროპაგანდას რომ ვებრძოლოთ, ამის ყველაზე კარგი მაგალითია სწორედ რეგიონებში გასვლა და იმ ადამიანებთან პირდაპირი შეხვედრა და კონტაქტი, ვინც მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით იგებს ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, - ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე. 

ვრცლად ნახეთ დავით სორდიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები