მოქალაქეები მეტროში გაუსაძლის მდგომარეობაზე წერენ
მოქალაქეები მეტროში გაუსაძლის მდგომარეობაზე წერენ - ერთ-ერთი მათგანი სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკა ობოლაძეა, რომელიც ამბობს, რომ მგზავრობის დროს, მატარებელი რუსთაველიდან - სადგურის მოედნამდე გვირაბᲨი 4 - ჯერ გაჩერდა.
მისი თქმით, გაუსაძლისი პირობებია თავად ვაგონში, განსაკუთრებით პიკის საათებში - “არ ხდება ვენტილაცია, არის საოცარი სიცხე, რის გამოც მგზავრები ცუდად ხდებიან“.
ობოლაძე თბილისის მერიას მიმართავს კითხვით - რატომ ვერ ხერხდება პიკის სათებში მეტროს შემაგდნელობის დამატება.
მატარებელი მეტრო რუსთაველიდან - სადგურის მოედნამდე მოდიოდა 20 წუთი. გვირაბში გაᲩერდა 4 ჯერ.
ხალხი ვერ შედის ვაგონᲨი, ადგილი არ არის, ცხელა, ვენტილაცია არ არის და ადამიანიები ცუდად გახდნენ.
რა გახდა გვირაბის რეაბილიტაცია და პიკის საათᲨი Შემადგენლობის დამატება. თბილისის მერია / Tbilisi City Hall
რა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეა ლაპარაკი, როცა მთელი ეკონომიკის 70% იწარმოება თბილისის აგლომერაციიაში და თბილისში გადაადგილება არის ტანჯვა, - წერს ობოლაძე და ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
“პირველები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიას დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.