წმინდა სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო - ფოტო სინოდის სხდომიდან

28.04.26 16:31
წმინდა სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო - ფოტო სინოდის სხდომიდან

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო. შესაბამის ფოტოს მეუფე ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ავრცელებს

ფოტოზე ჩანს, რომ ეპისკოპოსები გამჭვირვალე ყუთში აგდებენ ფურცელს, სადაც პატრიარქობის მათთვის სასურველი კანდიდატის სახელი წერია. 

ცნობისთვის, სინოდის წევრები, დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

სხდომას 39 მღვდელმთავრიდან 38 ესწრება. დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

მსგავსი სიახლეები