რუხაძე ამბობს, რომ "ლიბერთი ბანკი" დასავლეთევროპულ ბანკს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მიყიდა
საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვით 10-ჯერ მეტ მოგებას მიიღებს, ვიდრე თავიდან ამ ბიზნესში ჩადო.
სანქცირებული "ტელე იმედის ყოფილმა მფლობელმა საშა კაცმანის პოდკასტში საუბრის დროს გარიგების კონკრეტულ ღირებულება არ დაასახელა.
თუ ბიზნესმენ რუხაძეს დავუჯერებთ, ბანკის გაყიდვა მოსალოდნელ ახალ სანქციებთან დაკავშირებული არ არის. მისი თქმით, ამის მიზეზი ბიზნეს გათვლები და ბანკის მოგების 50-მილიონიანი ნიშნულია.
ირაკლი რუხაძემ "კაცმანის პოდკასტში” ასევე მოჰყვა, რატომ ვერ გაუყიდა “ლიბერთი ბანკი” ავსტრიულმა საინვესტიციო ბანკმა Raiffeisen-მა, რომელიც ამ მიზნით დაიქირავეს. მისი თქმით, თავიდან "ლიბერთის" ბაზისბანკზე მიყიდვა არ განიხილებოდა, არსებობდა მსხვილი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც „ლიბერთის“ ყიდვით სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა ირაკლი რუხაძის თანახმად, პროცესი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეაჩერა.
ამბობენ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშვებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის ქვეყანაში - აცხადებს რუხაძე.
ბიზნესმენმა დააკონკრეტა, რომ საქართველოში არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური და არც ინგლისური ფული არ შემოდის - "86% არის ჩვენი ფული და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს"
"ლიბერთი ბანკი", დაახლოებით, 8 წლის წინ ვიყიდეთ. ახლა რომ შევხედოთ, რა ფასად გამოვედით - "ქეში ქეშზე" [Cash-on-Cash return] რომ ავიღოთ, ღირებულება, დაახლოებით, 10-ჯერ გავზარდეთ ანუ რაც დავაბანდეთ, იმის 10 იმდენს ავიღებთ… ბოლომდე არ აგვიღია, რაღაცა ისეთ გარიგებაა, რომ ნაწილ-ნაწილ ვიღებთ თანხას. რომ ავიღებთ თანხას, იქნება 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩავდეთ. ბაზის ბანკი არ იყო ჩვენი საუკეთესო ვარიანტი, რადგან სპეციფიკური გარიგებაა, თანხას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ, თუმცა, როცა სრულად დავიბრუნებთ, ეს იქნება 8 წელიწადში მიღებული 10-ჯერ მეტი ამონაგები.
"ბაზისბანკი" ჩვენი პირველი და საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ „ლიბერთი“ ძალიან აინტერესებდათ; ძაან საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყეს პოლიტიკური გამოსვლები და მათ ფაქტობრივად მიწერრეს, აქ არ ჩამოხვიდეთ, აქ ცუდია და რაღაცა. გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და მაინც ლაპარაკი მოგვიწია საქართველოში უკვე ვინც იყო ისეთ ბაკთან. აქედან რომ გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, მარტო ჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებებს. რაც ტყუილია სხვათაშორის, არავინ არ გაუგდიათ და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. იმიტომ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის - არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური, არც ინგლისური. 86% არის ჩვენი ფული და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
რუხაძემ ასევე თქვა, რომ "ბაზის ბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გარიგება თავიდან ეროვნულმა ბანკმა "მოკლა" - "თქვა რომ არაო, არ მოგცემ უფლებასო, უთხრა „ბაზის ბანკს“.
ეს გარიგება თავიდან რომ „მოკვდა“, „მოკლა“ ეროვნულმა ბანკმა. მიზეზი იყო, რომ არ მოეწონა, ჩინური რაღაცები რაც შემოდიოდა, რა დოკუმენტაცია იყო, ვინ იყო, ბოლომდე ვერ გაერკვა ამის უკან ვინ იდგა და ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრა არა, არ მოგცემთ უფლებასო - ბოლო-ბოლო მიგვიყვანეს და სწორად გაგვაკეთებინეს და ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში,- თქვა ირაკლი რუხაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა „ლიბერთი ბანკის“ „ბაზის ბანკისთვის“ მიყიდვა ჩინური კაპიტალისთვის მწვანე შუქის ანთებას, რუხაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ქვეყნის კაპიტალისთვის მწვანე შუქი ანთებულია, მაგრამ ქვეყანაში არა მხოლოდ დასავლური, არამედ არც ჩინური და არც ამერიკული კაპიტალი არ შემოდის.