შსს ადასტურებს, რომ გდდ-ს ახალი უფროსი ბაადურ შენგელია გახდა
შსს ადასტურებს, რომ გდდ-ს უფროსი ბაადურ შენგელია გახდა - სპეცრაზმის ახალი შეფი შინაგან საქმეთა მინისტრმა. სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.
- შეგახსენებთ, რომ ბაადურ შენგელიას გდდ-ს უფროსად დანიშვნის შესახებ გუშინ ინფორმაცია, შსს-თან დაკავშირებულმა გვერდმა "ყველაფერი პოლიციის შესახებ" გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, 29 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ხარებას“ შემცვლელმა რომან ქარცივაძემ გდდ-ის უფროსის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ რომან ქარცივაძე, სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს.